პაკისტანში თალიბების დაჯგუფება პოლიციას თავს დაესხა

ხუთი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 10 იანვარს ავღანეთის მოსაზღვრე ს ჩრდილო-დასავლეთ ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მედიას განუცხადეს, რომ პროვინციის ქალაქ ბანუში პაკისტანელი თალიბების თავდასხმის შედეგად, ორი პოლიციელი დაიღუპა.
ორი სამართალდამცავი, რომელიც გასროლით მოკლეს, პოლიციისა და არმიის ერთობლივი პატრულირების ფარგლებში მოქმედებდა და იქამდე მომხდარ თავდასხმაში დამნაშავეებს ეძებდა. პარალელურად, უცნობმა თავდამსხმელებმა დაჭრეს უსაფრთხოების ძალების ორი წევრიც, რომლებიც პოლიომიელიტის ვაქცინაციის ჯგუფს იცავდნენ.
ხაიბერ-პახტუნხვაში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო სამდღიანი კამპანია მიმდინარეობს.
პოლიციელთა მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ს თალიბების აკრძალულმა დაჯგუფებამ აიღო. მან განაცხადა, რომ ინციდენტი არ იყო დაკავშირებული პოლიომიელიტის კამპანიასთან.
ამავდროულად, 10 იანვარს, დაახლოებით ათამდე შეიარაღებული მებრძოლი თავს დაესხა პოლიციის საგუშაგოს ჩრდილო-დასავლეთის გზატკეცილზე, რის შედეგადაც სამი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპნენ. პოლიციამ თავდამსხმელების ძებნა დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.
ერთი დღით ადრე, 9 იანვარს კიბერ-პახტუნხავაში ვაქცინაციის უსაფრთხოების პერსონალზე თავდასხმას ხუთი პოლიციელი შეეწირა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის “თალიბანმა” აიღო.
ისლამისტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს პოლიომიელიტის ვაქცინაციის ჯგუფებს და მათ დასაცავად დანიშნულ უშიშროების ძალებს. ისინი ამტკიცებენ, რომ იმუნიზაციის კამპანიები დასავლეთის შეთქმულებაა მუსლიმი ბავშვების სტერილიზაციისთვის.
პაკისტანი და ავღანეთი ის ორი ქვეყანაღაა მსოფლიოში, სადაც პოლიომიელიტი ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს