პაკისტანში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა

პაკისტანში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Geo News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისლამაბადში მდებარე სასამართლოს შენობასთან აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ს დედაქალაქის პოლიციის განცხადებით, აფეთქება სასამართლოს შენობასთან გაჩერებულ ავტომობილში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს