პაკისტანში არჩევნები იმართება – ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები იმართება. ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე ს ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე დღის მანძილზე ქვეყნის ცალკეულ რეგიონში მობილური სერვისები შეზღუდულად იმუშავებს, რათა მოქალაქეებმა ხმის მიცემა მაქსიმალურად დაცულ გარემოში შეძლონ.
საარჩევნო უბნებთან უსაფრთხოებას ათასობით ჯარისკაცი იცავს. არჩევნების წინა დღეს, 7 თებერვალს, პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.
ბელუჯისტანის პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს პაკისტანის პროვინციამ“ აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”