პაკისტანში არჩევნები გაიმართა

პაკისტანში, ხმებს ითვლიან ხუთშაბათს გამართული ს შემდეგ, რომელსაც თავდასხმები და მობილური ტელეფონის სერვისების შეჩერება გასდევდა თან. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თუ ვინ გაიმარჯვა, სავარაუდოდ ნათელი გახდება პარასკევს დილას, რადგან ხმების დათვლა გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ კენჭისყრამ შეიძლება არ გამოავლინოს აშკარა გამარჯვებული.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ჯარისკაცი იყო ქუჩებსა და საარჩევნო უბნებზე განლაგებული, ხოლო ირანის და ავღანეთის საზღვრები დროებით დაიკეტა.
უსაფრთხოების გაძლიერების მიუხედავად, ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა ბომბის აფეთქების, ყუმბარით თავდასხმებისა და სროლის შედეგად.
მთავარი კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფია. მოსალოდნელია, რომ შეჯიბრი იქნება იმრან ხანის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის, რომლის პარტიამაც წინა ეროვნულ არჩევნებში გაიმარჯვა, და შარიფის „მუსლიმთა ლიგას“ შორის, რომელსაც როგორც ანალიტიკოსები ამბობენ მხარს სამხედროები უჭერენ. ხანი პატიმრობაში იმყოფება.
მთავრობის მიერ, მობილური მომსახურების შეჩერებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან. „საერთაშორისო ამნისტიამ“ ამას უწოდა “უხეში თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას