პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ თავად ავრცელებს.
მათი განცხადებით, სამიზნე ტერორისტების თავშესაფარი იყო, ხოლო ირანული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა.
მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების ხმა პაკისტანის საზღვართან, ქალაქ სარავანთან გაისმა, რაც დაადასტურა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თქვა, რომ დაზვერვაზე დაფუძნებული ოპერაციის დროს რამდენიმე ტერორისტი მოკლეს.
შეგახსენებთ, გუშინ ირანმა დაარღვია პაკისტანის საჰაერო სივრცე, რის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანმა განაცხადა, რომ ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად