პაკისტანმა ინდოეთთან კონფლიქტის შემდეგ თავდაცვის ბიუჯეტი 20%-ით გაზარდა

ერთი თვის წინ პაკისტანი და ინდოეთი ხანგრძლივი ომის ზღვარზე აღმოჩნდნენ ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტურისტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ინდოეთმა პასუხისმგებლობა პაკისტანს დააკისრა, პაკისტანმა კი ბრალდება უარყო.
ამას მოჰყვა რამდენიმეკვირიანი დაძაბულობა და ორმხრივი თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით, რამაც საზღვრის ორივე მხარეს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს იყო ყველაზე ინტენსიური დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის 1999 წლის შემდეგ. დაპირისპირება მაისის დასაწყისში განიმუხტა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის შემდეგ – ინდოეთმა და პაკისტანმა ცეცხლი შეწყვიტეს.
ინდოეთმა თებერვალში თავდაცვის ხარჯები 9.5%-ით გაზარდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში