პაკისტანმა და ტანზანიამ რუსეთის ფეხბურთის ნაკრებს ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაზე უარი უთხრეს

პაკისტანისა და ტანზანიის ფეხბურთის ფედერაციებმა ოქტომბერში ს ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრების ჩატარებაზე უარი თქვეს, იტყობინება „ვედომოსტი“.
გამოცემის ცნობით, შეხვედრების გამართვაზე მოლაპარაკებებს რუსეთის ფეხბურთის კავშირი აწარმოებდა. ს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლის თქმით კი, პაკისტანელები რუსეთში თამაშს ოქტომბერში ვერ მოახერხებენ, თუმცა ნოემბერში ამისთვის მზად არიან. იგი აღნიშნავს, რომ ნაკრების ბევრი წევრი უცხოეთშია, ხოლო მოსამზადებლად და გუნდის შესაკრებად დროა საჭირო.
რუსეთთან თამაშზე უარი ამ ეტაპზე ტანზანიის ნაკრებმაც განაცხადა. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ნაკრებს უკვე აქვს დაგეგმილი თამაშები, ხოლო წლის ბოლომდე რუსეთთან თამაშის ჩატარება ნაკლებსავარაუდოა.
ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ნაკრები ევროპის საფეხბურთო ასოციაციიდან და მისი ტურნირებიდან მოკვეთეს.

ასევე დაგაინტერესებთ