პაკისტანი და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ

პაკისტანი და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.
ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯალილ აბას ჯილანმა ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს ერთმანეთთან კომუნიკაციის ძლიერი არხები აქვთ.
„ჩვენ ირანის მოძმე, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, პაკისტანის უსაფრთხოებას, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის, ისე მთელი რეგიონის უსაფრთხოებად მივიჩნევთ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, თეირანსა და ისლამაბადს შორის ერთობლივი „თანამშრომლობით არ დავუშვებთ, რომ ტერორისტებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან“.
ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის ცნობით, ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი პაკისტანს მალე ეწვევა.
შეგახსენებთ, 17-18 იანვარს ირანმა და პაკისტანმა ბელუჯისტანის სასაზღვრო რეგიონში ერთმანეთის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”