პაკისტანი და ავღანეთი დროებით ზავზე შეთანხმდნენ

პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც გუშინ, საზღვრის გასწვრივ მომხდარი საჰაერო და სახმელეთო შეტაკებების შედეგად 12-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100 დაიჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ყოფილ მოკავშირეებს შორის ბოლოდროინდელი უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისლამაბადმა ავღანეთის თალიბანის მთავრობას მოსთხოვა, შეეჩერებინა მებრძოლები, რომლებიც პაკისტანზე თავდასხმებს ახორციელებდნენ.
თალიბანი უარყოფს ბრალდებას და ს სამხედრო ძალებს ავღანეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, სასაზღვრო დაძაბულობის პროვოცირებასა და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მებრძოლების შეფარებაში ადანაშაულებს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტა 48 საათის განმავლობაში იმოქმედებს და რომ ზავი ქაბულმა მოითხოვა. ავღანეთის თალიბანის მთავრობის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კი განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „პაკისტანის მხარის დაჟინებული მოთხოვნით“ ამოქმედდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია