პაკისტანი აცხადებს, რომ ირანის სარაკეტო დარტყმას ბავშვები ემსხვერპლნენ

პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ირანი ირწმუნება, რომ მათი სამიზნე იყო ორი ბაზა, რომლებიც ბოევიკთა დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ადლთან“ არის დაკავშირებული. ირანის ამ განცხადებას უარყოფს, თავდასხმას უკანონო ქმედებად და პაკისტანის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, რომელმაც, შეიძლება, სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.
პაკისტანი მესამე ქვეყანაა ერაყისა და სირიის შემდეგ, რომელსაც ირანმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაარტყა.