პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს ქრთამის აღებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს ქრთამის აღებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას საჩუქრების მიღების გამო სასჯელი ოფიციალურად შეუფარდეს. იმრან ხანთან ერთად პაკისტანის სასამართლომ დამნაშავედ მისი მეუღლე, ბუშრა ბიბიც ცნო.
გუშინ, პაკისტანის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცნობისთვის, იმრან ხანს, პაკისტანის პარლამენტმა 2022 წლის აპრილში უნდობლობა გამოუცხადა, ხოლო 2023 წლის აგვისტოში კორუფციის ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ სასჯელს იხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს