ს უფლებადამცველები მოითხოვენ 7 წლის ბიჭის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებების მოხსნას

პაკისტანის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა კომისიამ პარასკევს ხელისუფლებას მოუწოდა ტერორიზმის ბრალდება მოუხსნას 7 წლის ბიჭს, რომლის დაპატიმრებასაც სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციის პოლიცია ითხოვს სოციალურ მედიაში ანტისამთავრობო გამოსვლის ვიდეოს გაზიარების გამო.
ამ საქმემ ადამიანის უფლებათადამცველებში აღშფოთება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის მიმართ ანტიტერორისტული კანონების გამოყენება ამ არასტაბილურ რეგიონში რეპრესიების გაძლიერებაზე მიუთითებს.
ბიჭი ამჟამად პოლიციის პატიმრობაში არ იმყოფება. მისი ადვოკატის თქმით პოლიციამ ბიჭს ტერორიზმში ბრალი ხუთშაბათს წაუყენა. პაკისტანში ასეთ ბრალდებებს თავდაპირველად პოლიცია წაუყენებს ხოლმე, ხოლო ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე მოგვიანებით, წინასასამართლო სხდომაზე ცხადდებიან.
ბავშვს ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებენ, რადგან მან გასულ თვეში ადგილობრივი უფლებადამცველი აქტივისტის, გულზარ დოსტის მიერ წარმოთქმული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლის ვიდეო გაავრცელა. აქტივისტი განათლების, ჯანდაცვისა და სამუშაო ადგილების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის