პაკისტანის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ 33 მებრძოლი მოკლეს, რომელიც ავღანეთიდან ქვეყანაში შესვლას ცდილობდა

პაკისტანის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ 33 მებრძოლი მოკლეს, რომელიც ავღანეთიდან ქვეყანაში შესვლას ცდილობდა.
მათივე ცნობით, სავარაუდოდ, მებრძოლები „ინდოეთის მიერ იყვნენ დაფინანსებული“.
უსაფრთხოების ძალების განცხადებით, თავდამსხმელების განეიტრალება, რომლებსაც თან იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდათ, დროულად შეძლეს.
ოფიციალური დელი მებრძოლების მხარდაჭერის ფაქტს უარყოფს.
ცნობისთვის, და ინდოეთი, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთა ტერიტორიული კონფლიქტიც ათწლეულებს ითვლის.
ისინი ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ მეამბოხეების მხარდაჭერაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა