პაკისტანის სასამართლოს განცხადება

პაკისტანის უზენაესმა სასამართლოს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში პაკისტანის ყოფილმა ელჩმა გასულ წელს შეადგინა მემორანდუმი, სადაც შეერთებულ შტატებს პაკისტანელი სამხედროების ძალაუფლების შეზღუდვას თხოვდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ჰუსეინ ჰაქანი ამერიკელებს საკუთარი თავის აუცილებლობაში არწმუნებდა, რითაც პაკისტანის ინტერესებს ღალატობდა. ყოფილი ელჩი სასამართლოს წინაშე ორი კვირის ვადაში უნდა გამოცხადდეს. იანვარში, უზენაესი სასამართლოს მიერ შექმნილ კომისიას ჰუსეინ ჰაქანმა განუცხადა, რომ მას არავითარი წვლილი არ მიუძღვის მემორანდუმის შექმნაში და ამერიკელი ადმირალის მაიკ მალენისადმი გაგზავნაში. ასევე მან თვითერზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს განცხადება, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს