პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი – პაკისტანი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის ისწრაფვის, საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გარეშე

პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ს საგარეო საქმეთა მინისტრი, იშაქ დარი ავრცელებს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ -ის პრეზიდენტის, ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
„პაკისტანი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის ისწრაფვის, საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გარეშე!“, – აცხადებს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. ტრამპის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით წარიმართა.