პაკისტანის პრემიერ-მინისტრი – დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე კვლავ წარვადგენთ

დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე კვლავ წარვადგენთ , – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა შარმ-ელ-შეიხში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შეჩერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პაკისტანმა პრეზიდენტი ნობელის პრემიაზე უკვე წარადგინა. მსურს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ეს შესანიშნავი პრეზიდენტი კვლავ წარვადგინო“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.
ასევე, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფატაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა -ის პრეზიდენტს „უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს, ნილოსის ორდენს გადასცემს“.
„ეს ეგვიპტეში უმაღლესი ხარისხის სახელმწიფო ჯილდოა და ის იმ სახელმწიფო მეთაურებს გადაეცემათ, რომლებიც კაცობრიობას დიდ სამსახურს უწევენ“, – აღნიშნა სისიმ.ს