აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პაკისტანის პრემიერმინისტრი შეჰბაზ შარიფიპაკისტანის პრემიერმინისტრი, შეჰბაზ შარიფი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გაზრდისკენ მოუწოდებს და ამავე პერიოდის განმავლობაში მხარეებს ზავის დადებას სთხოვს. ასევე, შარიფი თეირანს მოუწოდებს, ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა დაუშვას.
“იმისთვის, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს, გულწრფელად ვთხოვ პრეზიდენტ ტრამპს, [ირანისთვის მიცემული] ვადა ორი კვირით გაახანგრძლივოს” – წერს შარიფი, რომლის მთავრობაც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.
“პაკისტანი გულწრფელად სთხოვს ირანელ ძმებს, კეთილი ნების ჟესტის სახით, შესაბამისი ორი კვირის ვადით გახსნან ჰორმუზის სრუტე” – ნათქვამია შარიფის განცხადებაში.