პავლიკა ჰერჩინსკი რომ გყავს წარმომადგენელი, რომელიც უკვე ნაცზე მეტი ნაცი გახდა, „ლელოელ“ თაღლითებზე მეტი თაღლითი და გახარია მაზაკვალზე მეტი მაზაკვალი, არ უნდა გიკვირდეთ

პავლიკა ჰერჩინსკი რომ გყავს წარმომადგენელი, რომელიც უკვე ნაცზე მეტი ნაცი გახდა, „ლელოელ“ თაღლითებზე მეტი თაღლითი და გახარია მაზაკვალზე მეტი მაზაკვალი, არ უნდა გიკვირდეთ
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებმა უბრალოდ კი არ დაიკლო, არამედ რეიტინგი კატასტროფულად არის დავარდნილი! მეტიც, ხალხში გაღიზიანებასაც იწვევს და ვინმეს შეიძლება უკვირდეს?- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევრობარომეტრის კვლევას, რომლის თანახმადაც ბოლო 1 წელში ევროკავშირისადმი ნდობა 17% შემცირდა.
სამხარაძის განცხადებით, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ევაჭრებიან და ვაჭრობის საგანია ისეთი საკითხები როგორიცაა – ომის დაწყების შემთხვევაში ევროკავშირში შეშვება, ეკლესიასთან დაპირისპირება, ჰომოსექსუალების პროპაგანდის დაკანონება, არ უნდა უკვირდეთ კვლევის ასეთი შედეგი.
მისივე თქმით, როდესაც მათ ჰყავთ წარმომადგენლად, რომელიც უკვე ნაცზე მეტი ნაცი გახდა, „ლელოელ“ თაღლითებზე მეტი თაღლითი და გახარია მაზაკვალზე მეტი მაზაკვალი, არ უნდა უკვირდეთ აღნიშნული შედეგი.
„ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებმა უბრალოდ კი არ დაიკლო, არამედ რეიტინგი კატასტროფულად არის დავარდნილი! მეტიც, ხალხში გაღიზიანებასაც იწვევს და ვინმეს შეიძლება უკვირდეს? როდესაც საქართველოს მოსახლეობას ევაჭრებიან, თან ვაჭრობის საგანი რა არის? შემოგიშვებ თუ ომს დაიწყებ, ეკლესიას დაუპირისპირდები, ჰომოსექსუალების პროპაგანდას დააკანონებ, იმ კორუმპირებული ევრო ჩინოვნიკების მონა იქნები, რომლებიც დიფსთეითის მოსყიდულების რიგებში არიან! პავლიკა ჰერჩინსკი რომ გყავს წარმომადგენელი, რომელიც უკვე ნაცზე მეტი ნაცი გახდა, ლელოელ თაღლითებზე მეტი თაღლითი და გახარია მაზაკვალზე მეტი მაზაკვალი, არ უნდა გიკვირდეთ! ვერ დაგვიმონებთ ვერასოდეს და შეეგუეთ! საქართველოს განადგურება თქვენზე მაგრებსაც უნდოდათ, მაგრამ ვერ გადაგვაშენეს და არც თქვენ წამოგარტყმევინებთ თავში ხელს! გყავთ თქვენი მანქურთი დაჩმორებული ოპოზიცია და მაგათი მოხმარებით დაკმაყოფილდით!
საქართველო თქვენი სავაჭრო ხურდა არ არის! გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და თავისუფალ ხალხს“- წერს დიმიტრი სამხარაძე.
Previous: კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში