პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მუშაობა გაგრძელდება

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მუშაობა გაგრძელდება
ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ შემდეგი ეტაპისკენ – გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან სერიოზულ მიდგომას და სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს. ვიმედოვნებ, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა გახდება მთავარი საკითხი, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ მ განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდებიან იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი.
„თავის მხრივ, ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად არის დასახმარებლად, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ ქართველებმა სამუშო თავად უნდა შეასრულონ. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ