პაველ ჰერჩინსკი – ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი სტანდარტია, პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო – ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რათა საარჩევნო პროცესი იმდენად სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია

ჩვენ, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩმა იმედი, გამოთქვა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნები მაქსიმალურ რესურს წარმოადგენენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი სთვის.
ამასთან კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა საქართველოში კოალიციური მთავრობა, ელჩის თქმით, ეს მხოლოდ ამომრჩეველთა გადასაწყვეტია.
„ქართველ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი ხელისუფლება სურთ მათ. მე მხოლოდ შემიძლია გიბიძგოთ, რომ საარჩევნო კამპანია იყოს თავისუფალი, სამართლიანი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი პროგრამა, რომ ჩაატარონ კამპანია. მხოლოდ ამომრჩევლებზე იქნება დამოკიდებული, რომ ფარული ხმის მიცემის პროცესით გადაწყვიტონ, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში მომავალში.
ჩვენ ყველას გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა ოდირს არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფო წარმოადგენს საკმარის რესურსს, რომ გვქონდეს ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე. ჩვენ, ასევე, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩი არჩევნებში ქართული დიასპორის მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ამისთვის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, თუმცა მოქალაქეებს მათი განსახლების არეალის მიუხედავად უფლება აქვთ, გამოხატონ თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით.
„ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს განსხვავებული წესი და რეგულაცია, როდესაც საქმე ეხება არჩევნებში დიასპორის მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს, მათი განსახლების ადგილის მიუხედავად, ჰქონდეს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით, ფარულობის დაცვით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.