– საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს – ამ სავალალო სიტუაციის შეცვლის მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ

საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ განაცხადა კითხვაზე, რამდენად რეალისტურია, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდეს.
„გაფართოების ანგარიში სრულიად ნათელია. საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს. დემოკრატიულ უკუსვლით, ანტიევროპული დეზინფორმაციით, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი პირები იმეორებენ, ფუნდამენტური თავისუფლებების ეროზიით, რომლებზეც ევროკავშირია აშენებული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, სიტუაციის გამოსწორების მიზნით ევროკავშირი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
„ჩვენი მხრიდან, ამ სავალალო სიტუაციის შეცვლის მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ეს ანგარიში 33 ინსტიტუტის, 9 სააგენტოს მიერ მომზადდა. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველო წარმატების ისტორიად იქცეს. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნებაა საჭირო, რომ დაიცვას ის ძირითადი წესები და პრინციპები, რომლებზეც ევროკავშირი დგას“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში