პაველ ჰერჩინსკი – საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა

ევროკავშირის ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეთხოვათ საქართველოს ხელისუფლებისთვის სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური და მიიღებენ თუ არა ევროკავშირის ლიდერები საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ელჩმა უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემს.
„უნდა დაველოდოთ გაფართოების ანგარიშს. თუმცა, გავიმეორებ, რაც უკვე მითქვამს, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეთხოვათ საქართველოს ხელისუფლებისთვის სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ