პაველ ჰერჩინსკი – მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, გულსატკენია, რომ მიახლოების ნაცვლად, ქვეყანა ევროკავშირს შორდება – ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში, აქტიურობა იყო დაბალი, ყველა ხმა მნიშვნელოვანია

ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით წინ მიიწევენ და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის კარი ქართველებმა უნდა გააღონ და ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს.
„როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის.
ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი“, – აღნიშნა ელჩმა.