კონკრეტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს – სუპერვარსკვლავი ვარ თქვენი წყალობით, მაგრამ მე არ მსურს, ვიყო სუპერვარსკვლავი, მინდა გავაგრძელო ჩემი საქმე მშვიდად, ნელ-ნელა

სუპერვარსკვლავი ვარ თქვენი სამი არხის წყალობით, მაგრამ მე არ მსურს, ვიყო სუპერვარსკვლავი, მინდა გავაგრძელო ჩემი საქმე მშვიდად, – ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ კონკრეტული მედიასაშუალებების – „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტTV”-ს ჟურნალისტებს და მოუწოდა, დაუსვან იმდენი კითხვა, რამდენიც სურთ.
„მინდა გავაგრძელო ჩემი საქმე მშვიდად, ნელა-ნელა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის სასარგებლოდ. არაფერი სხვა! ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია!“- განაცხადა ელჩმა.