პაველ ჰერჩინსკი – ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ იმაზე, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ – ევროკავშირი საქართველოს იმედს არ კარგავს, აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ

ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს იმედს არ კარგავს.
“საშუალება მომეცით თქვენ და ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოს იმედს არ ვკარგავთ. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ.
ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემა გვაქვს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა დაძლეულ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ. ძალიან მომთმენები ვართ, საქართველოს ველოდებით. საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაც ისტორიული მიღწევა იყო.
მე თუ მკითხავთ, ზოგიერთი დაფინანსება შეიძლება დაიკარგოს, სხვები შეიძლება გადამისამართდეს ან შეჩერდეს – კი, არის ზომები, რომლებსაც “[სანქციების] ვარიანტების საბუთი” მოიცავს და 27 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს ამას.
რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირდება, პირიქით, ამ კანონზე საპასუხოდ, ჩემი ვარაუდია, რომ ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ, რომლებიც ნამდვილად უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ