პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან

ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ელჩის განმარტებით, იმედი აქვს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინასთან.
„რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არც თუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის

პრემიერი – ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა