ჩვენთვის ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ გადაწყვეტილებებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად სრულყოფილად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხს მომავალ კვირაში ბრიუსელში განიხილავენ.
„ამ საკითხს მომავალ კვირაში ბრიუსელში აუცილებლად განვიხილავთ ასოცირების საბჭოზე, რომელზედაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, ევროპული მხარე კი უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკომისარ ვარჰეის მიერ იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, დიალოგი გრძელდება და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, რადგან ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ასეთ საარჩევნო პროცესს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.