პაველ ჰერჩინსკი – გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ასევე საარჩევნო პროცესიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის 9 ნაბიჯიდან ნომერი ორი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცადა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ გადაწყვიტა, მიმართოს ეუთო/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თხოვნით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ასევე არიან ეუთოს წევრები, ასევე მხარს დაუჭერენ. ჩვენ, ევროკავშირი, რა საკვირველია, ასევე ვაფინანსებთ სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აქ საქართველოში, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან არჩევნების მონიტორინგში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება”, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ