პაველ ჰერჩინსკი აქციაზე – თბილისის ქუჩებში დავინახე ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა – ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე – თქვენი შვილები იმსახურებენ უკეთეს მომავალს!

კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა – ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ კვირას გამართულ მარშთან – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ახალგაზრდები იმსახურებენ, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი და შესაძლებლობები საქართველოში.
„კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები – ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში. მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ