პაველ ჰავლიჩეკი: ბაბიშსა და ივანიშვილს შორის ინტერესთა თანხვედრა არ არსებობს

“ბაბიში არის და დარჩება პრაგმატულ ფიგურად. მისი ინტერესია, შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები გერმანიასა და საფრანგეთთან, სადაც მას ბევრი ბიზნესი აქვს. იგივე ითქმის პოლონეთზე…” – პაველ ჰავლიჩეკი.

“პრაგმატული პოლიტიკოსია, ძალიან ფრთხილია – ინსტინქტებიც შესანიშნავად აქვს განვითარებული, კარგად აცნობიერებს, სად შეიძლება რაიმემ საფრთხე ან ზიანი მოუტანოს. ისეთ ადამიანებთან დგომა, როგორიც ივანიშვილია, ბაბიშს არ აწყობს, ეს ცალსახად დააზიანებდა მის ინტერესებს ევროკავშირში…” – ამბობს ჩეხეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის მკვლევარი პაველ ჰავლიჩეკი ჩეხეთის ყოფილ და დიდი ალბათობით მომავალ პრემიერ მინისტრზე, მილიარდერ ანდრეი ბაბიშზე, რომლის პარტიამ სა და ბრიუსელის მხარდამჭერი მმართველი პარტია დამაჯერებლად დაამარცხა 3-4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

რას ცვლის ეს გამარჯვება ჩეხეთის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის საქართველოსთან დამოკიდებულებაში, რომლის მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებული სანქციებით ჩეხეთი ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროკავშირში – ამ თემებზე პაველ ჰავლიჩეკს ვაჟა თავბერიძე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: საბაზისო შეკითხვით დავიწყოთ: რა დასკვნების გაკეთება შეიძლება, ვინ მოიგო და ვინ წააგო, როგორც ჩეხეთს შიგნით, ასევე მის გარეთ?

პაველ ჰავლიჩეკი: მთავარი გამარჯვებული უდავოდ ექსპრემიერი ანდრეი ბაბიშია, რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა – დაახლოებით 35%, მაშინ როცა აქამდე მისი მაქსიმუმი 30%-ს არ აღემატებოდა. ბაბიშმა მოახერხა ანტისისტემური ამომრჩევლის დიდი ნაწილის – როგორც უკიდურესი მემარცხენეების, ისე უკიდურესი მემარჯვენეების – სათავისოდ მობილიზება. სწორედ ამიტომაც, ღიად პრორუსულმა პარტიებმა ვეღარაფერი გააწყვეს: მემარცხენე ბლოკმა საერთოდ ვერ გადალახა პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5%-იანი ზღვარი, ულტრამემარჯვენეები კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროგნოზები 14-15%-ს უწინასწარმეტყველებდნენ, მხოლოდ 8 %-ს დასჯერდნენ. მთავარი დამარცხებული, ალბათ, მმართველი კოალიციაა – Spolu („ერთად“), რომელმაც 200-მანდატიან პარლამენტში დაახლოებით 20 ადგილი დაკარგა – ეს სერიოზული უკუსვლაა.

რადიო თავისუფლება: რაშია ბაბიშის საიდუმლო, რამ მოუტანა მას ეს ტრიუმფალური გამარჯვება? და მეორე მხრივ, რამ განაპირობა მმართველი პარტიის მარცხი?

პაველ ჰავლიჩეკი: აქ საინტერესო დეტალები იკვეთება, რადგან მთლიანად მიღებულ ხმებს თუ დავთვლით, კოალიციამ ჯამურად ამომრჩეველთა 23%-ზე მეტი მოიპოვა. 27-დან 23-მდე ჩამოსვლა დრამატულ ფიასკოდ ვერ ჩაითვლება – მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ წინა არჩევნებზე მათ ბაბიში მხოლოდ ერთი მანდატით დაამარცხეს. ბაბიშის ასეთი მაღალი შედეგი განპირობებულია ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის უპრეცედენტო მობილიზებით – და მათმა უმეტესობამ საბოლოოდ ბაბიშს დაუჭირა მხარი. საუბარია უმეტესწილად ეკონომიკურად შეჭირვებულ რეგიონებზე, სადაც ხალხმა ბაბიშს ხმა მისცა იმ იმედით, რომ მათი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდებოდა.

რადიო თავისუფლება: ბაბიში მილიარდერი ბიზნესმენია, სავარაუდოდ, დიდებულად იცის, როგორ გაყიდოს საკუთარი „პროდუქტი“. როგორი იყო ბაბიშის „რეკლამა“ და რატომ აღმოჩნდა ის ასეთი მაცდური ჩეხი ამომრჩევლისთვის?

პაველ ჰავლიჩეკი: ეს იყო კლასიკური “ხმის მიცემა საფულით” – ძირითადად, ეს იყო სოციალური და ეკონომიკური სიმდიდრის „დიდი გადანაწილების“ დაპირება. მისი კამპანია მთლიანად შიდა დღის წესრიგზე იყო მორგებული, მკვეთრ კონტრასტში მოქმედი მთავრობის ნარატივთან, რომელიც საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე იყო კონცენტრირებული – „სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც ჩეხეთს სგან იცავს; ჩვენ დავასრულეთ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ხანა, რუსულ გაზს ჩავეხსენით. ს ვეხმარებით, ეს ყველაფერი ჩეხეთის ინტერესებშია.“ ბაბიში კი ამბობდა: „მისმინეთ, მათ უნდათ, რომ რადიკალ, ქვეყნისა და საზოგადოების გამხლეჩ ფიგურად გამომიყვანონ, ეს კი სიცრუეა. არანაირი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ ვგეგმავთ. ევროკავშირსა და ნატოში დავრჩებით, მაგრამ გავაკრიტიკებთ ევროკავშირს, როცა ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერევა.“

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს”