პაველი: მოკავშირეებმა კიევისთვის 800 000 ჭურვის შესაძენად საჭირო თანხები შეაგროვეს

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა დაადასტურა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა კიევისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საჭირო თანხები შეაგროვეს.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ შეძლო უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად საჭირო თანხის შეგროვება. ამასთან, პაველის თქმით, ჩეხეთის მთავრობა მემორანდუმს გააფორმებს იმ 18 ქვეყანასთან, რომელიც ამ ინიციატივას შეუერთდა და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ვადებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
პეტრ პაველის თქმით, საარტილერიო ჭურვები უკრაინაში, სავარაუდოდ, “მომდევნო კვირებში” ჩავა. მისი თქმით, პროცესის დაჩქარება დამოკიდებულია ჩეხური კომპანიებისა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მუშაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება