“როგორც მაინტერესებს, ნეტა რომელ პლანეტაზე და კონტინენტზე ნახა თბილისის მერიამ ქუჩაში 7/24 საათიანი ფასიანი პარკირება? ჩემთვის ნაცნობ სამყაროში, ქუჩაში პარკირება ფასიანი მხოლოდ სამუშაო საათებშია შაბათ კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით. პარიზში ადრე დილის 9 დან 19 სთ დე იყო, მერე სამი თუ ოთხი წლის წინ 20 სთ-დე გადაწიეს და ამაზეც ერთი ამბავი ატყდა…
აქ პირველად საღამოს ათ საათზე რომ დამაჯარიმეს რომელიღაც მესამე კატეგორიის ქუჩაზე პარკირებისთვის, თვალებს არ ვუჯერებდი, მეგონა შეცდომა იყო.. მერე, როდესაც შევიტყე რომ ჩვეულებრივ დღეებში კი არა, რამე რომ იყოს ახალი წლის ღამეს არც ბავშვებთან საჩუქრებით მისულ თოვლის პაპას დაინდობენ მარხილის პარკირების გადაუხდელობის გამო, და არც ტურისტ სანტას…მივხვდი რომ ეს სატრანსპორტო რეპრესიები უბრალოდ ღვთის ადმინისტრაციული რისხვაა, რომელსაც თბილისის მერიისა და შსს აპოლკალიფსის სამსახურების მხედრთა უთვალავი ლაშქარი ახორცელებს გულმხურვალე ენთუზიაზმითა და დაუნდობელი სისასტიკით.. იმისთვის რომ არასდროს გავჩერდეთ.. სულ ვიმოძრაოთ, ვიმოძრაოთ გაუთავებლად.. რადგან სიცოცხლე და პროგრესი მოძრაობაშია! თან გვახსოვდეს, რომ Big Brother ის მახვილ თვალს ვერსად დაემალები.. როგორც კი სადმე სულის მოსათქმელად შეჩერდები, მაშინვე ბუზივით მიგასრესს საკუთარ პარბრიზზე და ეპიტაფიად 50 ლარიან უკონტაქტო ჯარიმას მოგარტყამს სმსით!.. მოკლედ იმოძრავეთ ბატონო მეგობრებო და მომხიბვლელო ქალბატონებო!.. არ გაჩერდეთ!. არ აქვს მნიშვნელბა გეზსა და ტრაექტორიას.. მთავარია იმოძრავეთ.. ბოლოს მაინც ყველანი უფლის წინაშე წარვდგებით .. ჩვენი ყველა ეკლიანი გზა და მათი იავარდით მოფენილი ბასლაინი მასთან მიდის, ხომ იცით..!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე.