პაატა სალია: „ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

პაატა სალია: „ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს
,,ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს 2025 წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო განიხილება ქვეყნად, სადაც არ ხდება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა, ადგილი არ აქვს არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოდან მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაკმაყოფილება“, – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც მიგრაციის პოლიტიკის მართვის საკითხებზე ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ მკვეთრად იკლო.
,,აღსანიშნავია, რომ ევროსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იკლო. თუ 2022 წელს 28 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით, დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 65%-ით არის უკვე შემცირებული“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ევროპის საბჭოს მინისტერიალის მთავარი საკითხი ადამიანის უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხების ურთიერთმიმართებაა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს