– 9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი – ჩვენი ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს

9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი – ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს: ეროვნულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ღირსებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, როგორც 1989 წლის 9 აპრილს, კვლავ ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ – ასე თქვა ზვიად გამსახურდიამ, როდესაც წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სულ ვფიქრობ, რა აძლევს ასე დიდ ენერგიას და დინამიზმს მის სიტყვებს?! ალბათ ის, რამდენი ხანი იბრძოდა და ემზადებოდა ამისთვის.
11 წლის ვიყავი და ახლაც მახსოვს ის ემოცია, რომლის აღწერა სიტყვებით არ შემიძლია. ბავშვური განცდა, რომ რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდებოდა, რაც მთლიანად შეცვლიდა ჩვენს მომავალს.
დღეს, როგორც მაშინ, ჩვენ კვლავ ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. 9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს – ეროვნულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ღირსებას“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს