– 4 ოქტომბრის აქციაზე, შინაარსსა და გეგმაზე, არათუ სთან, პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და სხვას გადავაბრალო

ახლა ადვოკატი მიყვებოდა, თურმე „იმედს“ გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე – 4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს.
მანჯგალაძის მტკიცებით, მას „იმედთან“ და სხვა მედიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ახლა ადვოკატი მიყვებოდა, თურმე „იმედს“ გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე გიორგი ვაშაძე.
არანაირი კომუნიკაცია „იმედთან“ და სხვა მედიასთან არ მქონია, 4 დღეა ტყვე ვარ.
4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი. ეს ძალიან კარგად იცის პროპაგანდამაც და გამოძიებამაც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და მითუმეტეს არ ვაპირებ სხვას გადავაბრალო.
ვიყოთ მხნედ! ნებისმიერი ბოროტება სრულდება!
ჩვენი ე.წ. სისუსტე მხოლოდ ის არის, რომ ბოროტება უფრო დაუნდობელი და ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, საბოლოო სიტყვას ამბობს არა რობოკოპი, არამედ უიარაღო სიმართლე“, – წერს პაატა მანჯგალაძე წერილში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა „ქარდი“, სადაც ნათქვამია, რომ „ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დაკავებული პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ აქციაზე გიორგი ვაშაძის მოწოდების შედეგად მივიდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული