პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას – როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს – ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება

ტერმინები მაინც შეცვალეთ, რუსები ამბობენ, რომ ში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა
მისი თქმით, ყოველდღიურად ხელისუფლების ამოცანა მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება არ უნდა იყოს.
„მართლა ვერ ხვდებით თქვენი განცხადებებით რომ ღიად რუსულ პროპაგანდაზე და რუსული საქმის კეთებაზე გადახვედით?
რუსული საქმე არ არის როცა თქვენი ყველა განცხადება ემსახურება საზოგადოებაში ევროკავშირისა და -ს მიმართ უნდობლობის გაღვივებას, საზოგადოების ერთმანეთზე დაგეშვას, ძალადობის წახალისებას?
როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს – ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება.
ც ხომ ასე მუშაობს, რომ სისტემატიურად გაავრცელოს დეზინფორმაცია, დათრგუნოს და დააშინოს მოსახლეობა, ფიზიკურად გაუსწორდეს განსხვავებული აზრის მქონე ორგანიზაციებს და მოქალაქეებს, ევროპა და აშშ წარმოაჩინოს მტრად, მთავარ საფრთხედ და ამის ფონზე თვითონ გამოჩნდეს უკეთესი.
ტერმინები მაინც შეცვალეთ, რუსები ამბობენ, რომ უკრაინაში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ კობახიძე ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში.
მოეშვით ამ მავნებლობებს. თქვენ არანაირი ხალხის პრობლემების მომგვარებლები არ ხართ და რაც დაგრჩენიათ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, ახალ პრობლემებს მაინც ნუ დაუმატებთ ჩვენს მოქალაქეებს.
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა!
საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი!
ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!” – განაცხადა მანჯგალაძემ.