პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებაზე – ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზე ილაპარაკებენ, რომ მტრები არიან – რუსეთს, ჩინეთს და იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, მეგობრად გამოაცხადებენ

ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზე ილაპარაკებენ, რომ მტრები არიან, ხოლო რუსეთს, ჩინეთს და იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, მეგობრად გამოაცხადებენ – ეს იქნება მთავარი სტრატეგიული ხაზი „ცხოველების ფერმის“ სტილში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „სამწუხაროა, რომ საქართველოს დღეს, როდესაც ისტორიული პერსპექტივა და შესაძლებლობა აქვს, ასეთი მთავრობა ჰყავს“.
„მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ირიბი და პირდაპირი პერიფრაზი იქნება ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოებიდან „ცხოველების ფერმა”, სადაც ერთი პასაჟია, რომ ყველა ადამიანი მტერია – ყველა ცხოველი მეგობარია. ზუსტად ასე იქნება, ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზე ილაპარაკებენ, რომ მტრები არიან, ხოლო რუსეთს, ჩინეთს და იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, მეგობრად გამოაცხადებენ. ეს იქნება მთავარი სტრატეგიული ხაზი – „ცხოველების ფერმის“ სტილში და სამწუხაროა, რომ ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, როდესაც ისტორიული პერსპექტივა და შესაძლებლობა გვაქვს.
შეგიძლიათ ამოიღოთ 2014-2015 წლების „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრების გამოსვლები, შეცვალეთ სახელი, გვარი და თარიღი – ვერანაირ განსხვავებას ვერ იპოვით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, დაესწრება თუ არა იგი პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ის ბოიკოტშია.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.