– ხალხს „დიფ სთეითით“ აშინებენ, რეალური მტერი კი 35 კილომეტრში ზის და საქართველოს მარტოდ დარჩენას ელოდება!

ხალხს „დიფ სთეითით“ აშინებენ, რეალური მტერი კი 35 კილომეტრში ზის და საქართველოს მარტოდ დარჩენას ელოდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც წარმოსახვით მტრებს გვაჩვენებს და რეალურ საფრთხეზე თვალს ხუჭავს, ან მტერთან თანამშრომლობს, ან უკვე მტრად თავად გადაიქცა.
„ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტები საუბრობენ ამერიკულ „დიფ სთეითზე“, თითქოს საფრთხე ვაშინგტონიდან მოდის, მაშინ, როცა რეალური ოკუპანტი თბილისიდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია!
ვინც წარმოსახვით მტრებს გვაჩვენებს და რეალურ საფრთხეზე თვალს ხუჭავს – ან მტერთან თანამშრომლობს, ან უკვე მტრად თავად გადაიქცა!
საქართველო ნამდვილად საჭიროებს დაცულობას, მაგრამ ეს არ მოდის მოკავშირეებისგან ქვეყნის მკვეთრად იზოლირებით, მარტოდ დარჩენით, ღალატით და მიტაცებული ძალაუფლებით!
დაცულობა მოდის მხოლოდ:ძლიერი მოკავშირეებით, სანდო პარტნიორებით, ხალხის მსახური ხელისუფლებით. არ ავყვეთ პროპაგანდას, საქართველოს რეალური მტერი და საფრთხე ივანიშვილი და მისი რეჟიმი არის!” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა