პაატა მანჯგალაძე: წელიწადნახევარი არაფერი გაუკეთებიათ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ოთხ თვეში რა გააგიჟებთ?!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, ს მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება“ შეასრულებს იმ 9 რეკომენდაციას, რომელიც ევროკომისიამ გასცა.
როგორც მან განაცხადა ,მმართველ პარტიას ეს არ გაუკეთებია წინა 12 რეკომენდაციის ნაწილში „წელიწად ნახევრის განმავლობაში და ახლა, ამ ოთხ თვეში რა გააგიჟებს?!“.
შესაბამისად, მისივე თქმით, ამ მხრივ, ცრუ მოლოდინები არსებობს.
„რაც შეეხება 9 ახალ პირობას კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციისა და მოლაპარაკების გახსნისთვის მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ ზუსტად ისე შეასრულებს ამ რეკომენდაციას, როგორც შეასრულა 12 წინა რეკომენდაცია. 12-დან მხოლოდ 3 შეასრულა და ახლაც არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ დაინტერესებულია დეოლიგარქიზაციით, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ შეწყვეტს ანტიდასავლურ რიტორიკას და პროპაგანდას, საერთოდ, ამაზე ზის ხელისუფლება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავსებადი გახდება ევროპის საგარეო კურსთან. არანაირ მოლოდინი არ მაქვს, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი გახდება ღარიბაშვილისგან. ეს არის პროცესის იმიტაცია და ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ ნიშნავს იმას, რომ ოთახში ვერ დაინახო სპილო, დაახლოებით, იგივე პროცესია. „ქართულ ოცნებას“ ეს არ გაუკეთებია წელიწად ნახევრის განმავლობაში და ახლა, ამ ოთხ თვეში რა გააგიჟებს?! არ არსებობს, ცრუ მოლოდინია. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის რეკომენდაციების შესრულება, მათი ინტერესი არის ის, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩნენ ხელისუფლებაში და თუ აქ ევროპული დემოკრატია მოიტანეს, ხელისუფლებაში როგორ იქნება ოლიგარქიული მმართველობა?!“ -განაცხადა მანჯგალაძემ.
მან ასევ ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 9 ახალი დათქმის შესრულებას ეხება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სამოქმედო გეგმას მმართველი პარტია მალავს.
„რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ თითქოს შეპყრობილია ერთიანობის სურვილით და ბოროტი ოპოზიცია ამ ყველაფერს ხელს უშლის, ახლა რომ ერთიანობისა და კონსენსუსის განწყობა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ სამუშაო გეგმას მოიტანდა, კი არ დამალავდა, გაასაჯაროებდა და გასაჯაროებამდე, საერთოდაც ერთობლივად შევიმუშავებდით ამ სამოქმედო გეგმას. ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას უმალავს ამ სამოქმედო გეგმას, თუმცა გაუგებარია ხალხს მაინც რატომ უმალავს.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სამოქმედო გეგმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისაც კი არ აქვთ ნანახი.