პაატა მანჯგალაძე – ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტა, ასე იქცევიან მაშინ, როცა დასასრულის მოახლოებას გრძნობენ

ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმა ისევე, როგორც რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, სიგნალია – პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა, – ამის შესახებ აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯაგალაძე.
მანჯგალაძის თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები „ივანიშვილის პირადი ვენდეტაა“.
„ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმა ისევე, როგორც რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, სიგნალია – პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა.
როცა ციხე იქცევა იარაღად და სამართლიანობა შურისძიებად, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმს მხოლოდ ერთადერთი საშუალება დარჩა, ძალადობა თავის გადასარჩენად.
ეს არის ს პირადი ვენდეტა. ასე იქცევიან მხოლოდ მაშინ, როცა დასასრულის მოახლოებას გრძნობენ.
ბრძოლა ბოლომდე, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს და არა თავისუფლება ქვეყანაში”, – განაცხადა მ.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით