პაატა მანჯგალაძე – ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის მოუწყობს, რაც საქართველოს დაუშავეს

ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის მოუწყობს, რაც საქართველოს დაუშავეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, „ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის ს დღეს ბევრი პროვოკაცია იქნება“.
„რეჟიმს ეშინია, ამიტომ ბევრი პროვოკაცია იქნება. ბევრ სატყუარას შემოგვიგდებენ, რომ 4 ოქტომბრის განკითხვის და გამარჯვების დღეს, როგორმე კვამლის ფარდა ჩამოაფარონ. გუშინ უსმინეთ ლევან ხაბეიშვილს და ბატონ პაატა ბურჭულაძეს? რას არ ეთანხმებით? რა არ მოგეწონათ? ვის აქვს უფრო მარტივი და ცხადი გეგმა? ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის მოუწყობს, რაც საქართველოს დაუშავეს. წულუკიანის დასკვნა სინამდვილეში მათი საბრალდებო დასკვნაა, მტრის სურვილი, უკუღმა დანახული სიმართლე, რომელსაც საქართველო არ მიიღებს. ამიტომ, 4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე! მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ერი და განაჩენი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – ჩემთან რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად – ყველაზე სწორი იქნება, გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში და აქედან გაგვიშვათ

გიორგი ტერიშვილი – არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის! ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს – ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!