გამოუსწორებელი სიბრიყვე სჭირთ „ქოცებს“ და მათ პროპაგანდას – შეიგნეთ „ქოცებო“, თქვენ პრობლემა გაქვთ ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, რასაც მთელი სიცხადით დაინახავთ 4 ოქტომბერს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მათი პრობლემა მხოლოდ პარტიები და ცალკეული ლიდერები არიან, რის გამოც თითქმის ყველა აქტიური ლიდერი დაიჭირეს.
„გამოუსწორებელი სიბრიყვე სჭირთ „ქოცებს“ და მათ პროპაგანდას. ფიქრობენ, რომ მათი პრობლემა არის მხოლოდ პარტიები და ცალკეული ლიდერები, ამიტომ დაიჭირეს თითქმის ყველა აქტიური ლიდერი, მაგრამ არც ამან უშველათ. მერე შეეშინდათ ლევან ხაბეიშვილის და 4 ოქტომბრის – დაატყვევეს ისიც. ამანაც არ უშველა მათ შიშებს, ახლა პროპაგანდა მიადგა და ცდილობს გააშავოს პაატა ბურჭულაძე.
სულ ტყუილად წვალობთ, შეიგნეთ „ქოცებო“, თქვენ პრობლემა გაქვთ ქართველ ხალხთან და საქართველოსთან და ამას მთელი სიცხადით დაინახავთ 4 ოქტომბერს, სადაც ქართველი ხალხი ერთხმად იტყვის, უზურპატორი უნდა წავიდეს!”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
