შალვა პაპუაშვილს – თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციური ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს ეძებ?

მართლა მაინტერესებს, შენ [შალვა პაპუაშვილს] შირაქის ველზე რომელ ლიდერებს ეძებ? – ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
მისივე განმარტებით, ოპოზიციონერი ლიდერები უკანონო პატიმრობაში არიან.
„რა უსინდისო და უტიფარი პროპაგანდა აქვს „ქართულ ოცნებას“. თითქმის, ყველა აქტიური ოპოზიციური ლიდერი ტყვეობაში ჰყავთ და , შირაქის ველიდან ვითომც, არაფერია, კითხულობს: „სად არიან ოპოზიციონერები?“ შალვა, მართლა გაინტერესებს? ციხეშია, უკანონო პატიმრობაში, ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხეშია, უკანონო პატიმრობაში, და ციხეში არიან, უკანონო პატიმრობაში, ხაზარაძე და ჯაფარიძე ციხეში არიან, უკანონო პატიმრობაში და მართლა მაინტერესებს, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს ეძებ?“, – აცხადებს მანჯგალაძე.
ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა ლაგოდეხში ვიზიტისას ჯურნალისტებთან განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები შირაქის ველზე არიან, ოპოზიციონერები კი უცხოეთში და არა ქართველ ხალხთან.
„მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, დღეს შირაქის ველზე ვარ, დედოფლისწყაროში. ოპოზიციიდან დღეს, გახარია არის ბერლინში, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად და ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია