პაატა მანჯგალაძე – ყველა ფორმატში ყველა შეხვედრას დავესწრებით, მაგრამ თუ მოწინააღმდეგეს უნდა, რომ ეს 9-პუნქტიანი რეკომენდაციის ახალ საბოტაჟად გამოიყენოს, ამაში არ გამოვადგებით – „ქართული ოცნება“ ზნეს და ბუნებას არ შეიცვლის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას დაესწრება, თუმცა მიიღებს თუ არა მისი პარტია შემდგომ შეხვედრებში მონაწილეობას, „დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ განზრახვაზე“.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ჯერ გაიგებენ, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ გადაწყვეტენ, რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო შეხვედრებში.
„ჯერ დავესწრებით და გავიგებთ, რა უნდათ და შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში და როგორ მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზნეს და ბუნებას არ შეიცვლის“.
„ეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ზნისა და ბუნებისა, მაინც უნდა ავუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ არ არის ქვეყანაში ღირსეული სამუშაო ადგილები. ამ საკითხს დავაყენებთ. კორუფციაა ქვეყანაში და სასამართლო არ გვაქვს – ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლა უწევთ.
მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, ყველა ფორმატში ყველა შეხვედრას დავესწროთ, მაგრამ თუ მოწინააღმდეგეს სამუშაო ფორმატის ნაცვლად უნდა, რომ ეს 9-პუნქტიანი რეკომენდაციის ახალ საბოტაჟად გამოიყენოს, ამაში არ გამოვადგებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ