პაატა მანჯგალაძე – ყაველაშვილს ვინ ეკითხება პლანეტარული ამოცანების გადაწყვეტას?! აქ ამოვწურეთ პრობლემები?! რაც შეეხება განცხადებას „სახლში გადატრიალდითო“, შევარდნაძეს, რომელმაც თქვა, „არ აგიდგეთ გვერდებიო“, 2 კვირაში მოუწია წასვლა

მართლა მაინტერესებს, ყაველაშვილს ვინ ეკითხება პლანეტარული ამოცანების გადაწყვეტას?! აქ, საქართველოში ყველაფერი დაალაგა, ამოვწურეთ საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემები?! ქვეყანას, რომელსაც ასეთი პრობლემები აქვს, ოკუპირებულია ქვეყნის 20%, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა, სადაც მან აღნიშნა, რომ „გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია“.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ყაველაშვილი არის ს წარმომადგენელი და არა საქართველოს პრეზიდენტი, მისი გაერო-ში ყოფნა კი აღიარებას არ ნიშნავს.
„ქვეყანას რომელსაც ასეთი პრობლემები აქვს, ოკუპირებულია ქვეყნის 20%, სგან არის ოკუპირებული, გამოცხადებული აქვს ღიად ევროკავშირში, ნატო-ში ინტეგრაცია, ეს მაღალი ტრიბუნა უნდა გამოეყენებინა იმისთვის და ესაუბრა, რომ გაერომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია?! თუ იცის ამის მნიშვნელობა? მართლა მაინტერესებს ყაველაშვილს ვინ ეკითხება პლანეტარული ამოცანების გადაწყვეტას?! აქ, საქართველოში ყველაფერი დაალაგა, ამოვწურეთ საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემები?! წავიდა ყაველაშვილი, ბიძინას წარმომადგენელი [გაეროში] არანაირი საქართველოს პრეზიდენტი. იქ კადაფიც გამოდიოდა, ვენესუელას პრეზიდენტიც, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, არც ლეგიტიმაციას, არც აღიარებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მანჯგალაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრებისთვის, გუშინ გამართულ საარჩევნო ღონისძიებაზე, კვერცხების სროლის ფაქტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ფარს პროცესშიც კი არ შეუძლია მოიქცეს სათანადოდ“.
„არანაირი სინამდვილეში არ არის, ეს არის ფარსი პროცესი და ამ ფარს პროცესშიც კი არ შეუძლია „ქართულ ოცნებას“ მოიქცეს ისე, როგორც ეკადრება საქართველოს, საქართველოს მოქალაქეს. მიუხედავად იმისა, მე მომწონს თუ არ მომწონს არჩევნები, მივდივართ თუ არ მივდივართ და რა თქმა უნდა, არ მივდივართ და არ ვაღიარებთ არჩევნებად, კვერცხების სროლა არის ნამდვილად დასაგმობი ფაქტი. ასევე, დასაგმობი ფაქტია კალაძის პლაკატის გაჩხაპნის გამო ახალგაზრდებისა და პოლიტიკური ლიდერების დაჭერა. აქვე გვაქვს შემთხვევები, როცა თავპირს უმტვრევენ ადამიანებს, არანაირი გამოძიება არ არის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ სახეზე მიუთითებს, რომ მათ დაკარგეს ადამიანის სახე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძემ 4 ოქტომბრის აქციაზეც ისაუბრა და შეაფასა ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის საკითხზე თბილისის მერის კახა კალაძის შემდეგი განცხადებაც: „ვინ, რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ? – წავიდნენ სახლში და იტრიალონ“.
„კალაძე დიპლომირებული ისტორიკოსია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ისტორიის არაფერი გაეგება. ეს რომ თქვა შევარდნაძემ, „არ აგიდგეთ გვერდებიო“, რამდენიმე კვირაში მოუწია თანამდებობის დატოვება. რა პარალელია, მე არ ვიცი. 4 ოქტომბერს, რუსთაველზე არავინ ეპატიჟება არავის დაბადების დღეზე ან პირად წვეულებაზე. ზოგს არ მოსწონს პაატა ბურჭულაძე, ზოგს , ათას მიზეზს იგონებენ, მათ შორის ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, რომ რაღაც ხინჯი იპოვონ. მარტივ რამეზეა საუბარი – ვისაც არ მოსწონს რეჟიმი, ვინც არ ეგუებით იმ უსამართლობას, ხალხის ძარცვას, რაც ქვეყანაში ხდება, შევიკრიბოთ 4-ში 4 საათზე რუსთაველზე. ამის საწინააღმდეგო მაინტერესებს, ვის რა შეიძლება ჰქონდეს. ამას ეძახიან ჩემი კოლეგები ეროვნულ ყრილობას, სადაც ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, როგორი ხელისუფლება უნდა და რისი გაკეთება უნდა. ჩვენ ვართ მშვიდობიანად რეჟიმის ცვლილების მომხრეები. სამწუხაროდ, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებისთვის არცერთი დემოკრატიული ინსტრუმენტი და მექანიზმი არ არის. ს რევოლუციის რომ ეშინია, რევოლუციებს იწვევს უსამართლო ხელისუფლებები, რომლებიც ბრაზის და განმუხტვის შესაძლებლობას არ იძლევა არჩევნების გზით. აქსიომაა კონსტიტუციურ სამართალში, რომ რეჟიმები ემხობიან, რომლებიც დემოკრატიული გადატვირთვის მექანიზმს აუქმებენ ქვეყანაში. ხალხმა სამას დღეზე მეტია მოიტანა ეს პროტესტი. ზუსტად ამ უწყვეტი პროტესტის შვილია, პირმშოა 4 ოქტომბრის აქცია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას სუს-ის მიერ 4 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულ პირებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელთა შორისაც ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძეა და აღნიშნა, რომ როცა რეჟიმები თავისი აღსასრულის მოახლებას გრძნობენ, დარჩენილ ვადაში აქტიურდება ნაძარცვი, მიტაცებული ქონების ერთმანეთში გადანაწილება.
„ქართული ოცნება“ ისევ ატყუებს საქართველოს მოქალაქეს და იძახის, რომ ეს არის ვითომ ანტიკორუფციულ ფარგლებში. უნდა, რომ ანტიკორუფციული კანონმდებლობა მიიღოს. წლების განმავლობაში ხალხის ნაძარცვი ქონების გადანაწილებაზე ებრძვიან ერთმანეთს, კბილებით, ბრჭყალებით. ერთი კლანი ებრძვის მეორე კლანს. ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, ამ ქონების გადანაწილებაზე მიდის ბრძოლა. ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით, როცა იყო „მინისტრის საათი“, ლევან ხაბეიშვილი, მე, , ვაყენებდით საკითხს, რომ არის კითხვები, არის კორუფცია, თავდაცვის სამინისტროში. და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლები ტყავის გადაძრობამდე უკრავდნენ ტაშს ჯუანშერ ბურჭულაძეს. იგივე რეგიონულ მინისტრთან დაკავშირებით. უამრავი კითხვა გვქონდა, დღეს რა ხდება? უბრალოდ იმიტომ, რომ ის წარმოადგენს სხვა „კლანს“, ახლა თურმე ეს არის მოდაში. ბიძინა ივანიშვილს ხომ ორ წელზე მეტი ფავორიტი არ ჰყოლია არცერთი პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება ნოშრევან ნამორაძესთან დაკავშირებით დაწყებულ საუბრებს და მის გამოჩენას თბილისის მერის ღონისძიებაზე, ის გამოჩენა არ იყო შემთხვევითი. უჭირს რეჟიმს, სერიოზული შიდა რყევები არის. ერთი გუნდი მეორეს ებრძვის ნაძარცვი ქონებისთვის. ორივეს საკმაოდ დიდი გავლენები გააჩნიათ, დიდი ინფორმაციები, შეუძლიათ ურთიერთდაზიანება. ცდილობენ როგორმე 4-მდე რაღაც ისე არ გამოჩნდეს, რომ თითქოს სერიოზული ნაპრალები და წინააღმდეგობაა, თუმცა ეს არის გარდაუვალი პროცესი. როცა რეჟიმები თავისი აღსასრულის მოახლებას გრძნობენ, აქტიურდება ნაძარცვი, მიტაცებული ქონების ერთმანეთში გადანაწილება დარჩენილ ვადაში. ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…