„ქართულ ოცნებას“ – სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები

სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “ქართულ ოცნებას“.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მიხედვით, ყველაფერი კარგად არის და ისინი ყველაფერში მართლები არიან.
„ვუსმენ „ქოც“ პროპაგანდას, სრულ აბსურდში არიან. მათი თქმით, ევროკავშირი და მისი ყველა წევრი ქვეყანა დამნაშავეა.
და მისი მოკავშირეები დამნაშავეები არიან, ტრამპთან ერთად, სენატიან-კონგრესიანად. გაერო, ნატო, ეუთო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, დამნაშავეა.
ქვეყნის შიგნით? მემარჯვენე, მემარცხენე, ლიბერალი, კონსერვატორი, ღარიბი, მდიდარი ყველა დამნაშავეა!
კორუფცია ყვავის, ნარკომაფია ყვავის, ხალხი გარბის, ქვეყანა იცლება…
პროპაგანდის მიხედვით, ყველაფერი კარგად არის და აქაც მართლები „ქოცები“ არიან.
სინამდვილეში, სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები”,- აღნიშნავს .

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე