რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ, სადაც ერთმანეთს ტყვიას ესვრით და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიგყავთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
მანჯგალაძის თქმით, აუცილებელია 4 ოქტომბერი, იმისთვის, რომ ქვეყანა „ქართული ოცნებისგან“ გათავისუფლდეს.
„რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ, სადაც ერთმანეთს ტყვიას ესვრით და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიგყავთ;
ერთმანეთის შვილებს იჭერთ, მერე მამა იძულებულია უარი თქვას მართალ შვილზე;
თქვენს მიერ ნაცემ პატარა გოგონებზე ამბობთ „ქალი კი არა, ადამიანიც არ არისო“ და მოძალადეებს „ნამდვილ ვაჟკაც ბიჭებს“ ეძახით;
ხვდებით, სად ხართ? მართლა, რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა.
ქვეყნისთვის კი არა ერთმანეთისთვისაც საშიშები ხართ უკვე.
ამიტომ აუცილებელია 4 ოქტომბერი! იმისთვის, რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ თქვენგან და თქვენც დაგაბრუნოთ სკამისა და ძალაუფლების გარეშე ადამიანური ცხოვრების პირობებში“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
