პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”- მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას, კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-მდე დღეში, რაც დაგრჩენიათ

უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება, – ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, -ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებები.
მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს, ბინძურ პროპაგანდას მოეშვას და საზოგადოებას პრობლემები მოუგვაროს.
“რა თქმა უნდა, ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის, არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია. ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარებს რომ ვისმენ, ქართული გამოთქმა: “კუმ ფეხი გამოყო” მახსენდება. როგორ საცოდავად ცდილობენ დიდ „ტრამპისტებად“ მოაჩვენონ ხალხს თავი. ნუთუ არ იციან, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მათი იდეოლოგიური სამშობლოს, მოსკოვის დაბომბვით იმუქრება. უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება.
მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-ამდე დღეში, რაც დაგრჩენიათ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.