პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ – თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება უვიზო რეჟიმი გაგვიუქმოს – გეყოთ ფარისევლობა, დროზე ჩანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!

თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება უვიზო რეჟიმი გაგვიუქმოს – გეყოთ ფარისევლობა! დროზე ჩანიშნეთ ახალი საპარლამენტო !, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ქართულ ოცნებას“.
მისი თქმით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა უპირველეს ყოვლისა გამოსავალია „ქართული ოცნებისთვის“, „სანამ მეტ ღალატს ჩაიდენენ, ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების უფლება რომ ჰქონდეთ“.
„რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეთ, ბაჩიაშვილი სცემეთ ციხეში, ზურა ჯაფარიძე, უკანონო ტყვე, მხოლოდ რამდენიმე წუთით, ხელებშეკრული მიიყვანეთ გარდაცვლილ დედასთან.
თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება გაგვიუქმოს უვიზო რეჟიმი.
ციხეები სავსეა სინდისის პატიმრებით. უამრავი ოჯახი ტოვებს ქვეყანას.
ამ დროს პროპაგანდირებთ, ვითომ ქვეყანას და ქრისტიანობას იცავთ. ვისით იცავთ? აიათოლათი და პუტინის პოლიტიკით?
გეყოთ ფარისევლობა. დროზე ჩანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს უპირველეს ყოვლისა გამოსავალია თქვენთვის სანამ მეტ ღალატს ჩაიდენთ, რომ ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების უფლება გქონდეთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით