პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებაზე“ – უკვე აშკარაა, რომ მათ შორის ნდობა აღარ არსებობს, ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯით არიან გართულნი – მთავარია დავიჯეროთ, გამოვიდეთ და გავიმარჯვებთ

უკვე აშკარაა, რომ მათ შორის [„ქართულ ოცნებაში“] ნდობა აღარ არსებობს, ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯით არიან გართულნი – 4 ოქტომბერს ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს უნდა დაამტკიცონ, რომ „საქართველო ეკუთვნის თავის ხალხს და აღარასდროს დაუბრუნდება ერთ კაცს და მის ბოროტ რეჟიმს“.
„ბოლო დღეებში ათასი ჯიშის მავნებელი და მოსყიდული ცდილობს დაგვაჯეროს, რომ არაფერი გამოვა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ გამარჯვება ახლოსაა.
4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტია.
ჩვენ აღარ ვდგავართ მხოლოდ პროტესტისთვის, 4 ოქტომბერს ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებისთვის. უკვე აშკარაა, რომ მათ შორის ნდობა აღარ არსებობს, ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯით არიან გართულნი.
4 ოქტომბერს გამოვდივართ, რათა დავამტკიცოთ, საქართველო ეკუთვნის თავის ხალხს და აღარასდროს დაუბრუნდება ერთ კაცს და მის ბოროტ რეჟიმს.
ახლა მთავარია დავიჯეროთ, გამოვიდეთ და ვიმარჯვებთ!“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი